დიდ ბრიტანეთში კანონმდებლობით აკრძალული ორგანიზაციის მხარდაჭერისთვის 86 ადამიანი დააკავეს
დიდ ბრიტანეთში კანონმდებლობით აკრძალული ორგანიზაციის მხარდაჭერისთვის 86 ადამიანი დააკავეს. მათგან პალესტინის მხარდამჭერი აკრძალული საპროტესტო ჯგუფის 41 წევრი ლონდონში პარლამენტის წინ გამართულ აციაზე, 16 კი მანჩესტერში აიყვანეს. საპროტესტო აქციები გაიმართა უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაშიც. დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა აღნიშნული ჯგუფი ანტიტერორისტული კანონმდებლობით, მიმდინარე თვეში აკრძალა.
