დუბროვნიკის ფორუმი, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობდა პანელური დისკუსიით დასრულდა
დუბროვნიკის ფორუმი, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობდა პანელური დისკუსიით დასრულდა. სიტყვით გამოსვლის დროს, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო საუკუნეები იცავდა ევროპულ ღირებულებებს. მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე. აქცენტი გააკეთა განხორციელებულ რეფორმებზე და შედეგებზე. მისი განცხადებით, საქართველო პირველ ადგილზეა ბიუჯეტის, პარტნიორობის რეიტინგში, 2023 წლიდან ის პირველ ადგილზეა ღია ბიუჯეტის ინდექსის რეიტინგში, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში მსოფლიოში 35-ე ადგილზეა, ხოლო მსოფლიო ბანკის ეკონომიკურ რეიტინგში ტოპ სამეულშია 50 ქვეყანას შორის.
