დუბროვნიკის ფორუმი 2025
ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ გზაზე საქართველო გეოგრაფიულადაც და ლოჯისტიკურადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია. ბოლო წლების გლობალურმა პოლიტიკამ შუა დერეფანი ფასდაუდებელიც კი გახადა, თუმცა ამ დერეფანს თავისებური გაფრთხილებაც სჭირდება და ამისთვის უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა ამოსავალი წერტილია. ეს სამი რამ კი ასევე განსაკუთრებულად სჭირდება ქვეყანას, რომელიც შუა დერეფნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ანუ საქართველოს. სწორედ ამ საჭიროებებსა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრებს დუბროვნიკის ფორუმზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
