შალვა პაპუაშვილი და დავით სონღულაშვილი, დედოფლისწყაროში, ხორბლისა და ქერის შემნახველ საწარმოში მეხორბლე ფერმერებს შეხვდნენ
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, დედოფლისწყაროში, ხორბლისა და ქერის შემნახველ საწარმოში მეხორბლე ფერმერებს შეხვდნენ და ალოობის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. წელს ხორბლის აღების პროცესში 300-მდე კომბაინია ჩართული, რომელთა დიდი ნაწილი, სწორედ სახელმწიფოს მხარდაჭერითაა შეძენილი. მოგვიანებით , შალვა პაპუაშვილი და დავით სონღულაშვილი შირაქის ველზე მარცვლეული კულტურის აღების პროცესს გაეცნენ.
