პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით ოპოზიცია უყურებს იმას, თუ რას ეტყვის რომელიღაცა უცხო პარლამენტის წევრი
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით ოპოზიცია უყურებს იმას, თუ რას ეტყვის რომელიღაცა უცხო პარლამენტის წევრი, ელჩი. მისი თქმით, სწორედ ამაზეა დღეს მთელი რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკა აწყობილი. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ნაცობა“ არ ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობას, არამედ ეს არის იდეოლოგია, რომელიც სხვა ქვეყნების ინტერესებში მოქმედებას და მათი საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე წინ დაყენებას გულისხმობს.
