17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაზე შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში
საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მსგავსი განცხადებები ხელს უწყობს ცრუ ნარატივების გავრცელებას საქართველოს შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნებმა შეწყვიტონ უსამართლო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე და აგრესიული რიტორიკა საქართველოს წინააღმდეგ. განცხადების ავტორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას პატიმრების გათავისუფლებისკენ. ასევე საუბრობენ კანონების გაუქმებაზე. აქცენტს აკეთებენ დიალოგზე ყველა შესაბამის მხარესთან.
