ლუკა ლოჩოშვილი „ნიურნბერგის“ ფეხბურთელია
საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი კარიერას „ნიურნბერგში“ გააგრძელებს. ინფორმაცია გერმანულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ 27 წლის მცველმა ბავარიელებთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის სანაცვლოდ იტალიურმა „კრემონეზემ“ დაახლოებით ერთი მილიონი ევრო მიიღო. ლუკა 24 ნომრიანი მაისურით ითამაშებს