მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინა. სამების საკათედრო ტაძარში მსახურება მეუფე შიომ აღასრულა. წირვის დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა