მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006 წელს დაბადებული პირი არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს
მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006 წელს დაბადებული პირი არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს 2009 წელს დაბადებულ პირს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა ჭრილობები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ამ დრომდე შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება
