განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს უმასპინძლა
განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით არსებული თანამშრომლობა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ერთობლივი ახალგაზრდული ბანაკების განხორციელებას, საქართველოსა და სომხეთის უნივერსიტეტებს შორის კავშირების გამყარებას და სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის კუთხით კოლაბორაციის ხელშეწყობას
