რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა. ფხენიანში ის კოლეგას, ცოი სონ ხის შეხვდება, ხვალ კი ჩინეთში გაემგზავრება. ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქში ლავროვი კუალა ლუმპურიდან ჩავიდა, სადაც სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტში მიიღო მონაწილეობა. სამიტის ფარგლებში რუსეთის პირველი დიპლომატი ამერიკის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსაც შეხვდა
