კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს და დელეგაციის წევრებს შეხვდა
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს და დელეგაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და ერთობლივი კულტურული პროექტები. საუბარი შეეხო 2026 წელს საქართველოში დაგეგმილ სომხური კულტურის დღეებს. ხელი მოეწერა 2025-27 წლებში კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას
