საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრს შეხვდა
დუბროვნიკის 2025 წლის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრს შეხვდა. მინისტრებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობათა დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები განიხილეს. აღინიშნა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის აქტიურად გაგრძელების მნიშვნელობა. მხარეებმა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მიმდინარეობასა და ევროინტეგრაციის გზაზე ხორვატიის მტკიცე მხარდაჭერაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს როლს რეგიონში და თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალს
