საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით ხორვატიაში იმყოფება
საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით ხორვატიაში იმყოფება . მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, დუბროვნიკის 2025 წლის ფორუმში მონაწილეობს. ფორუმი საერთაშორისო დიალოგის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, სადაც მონაწილეები რეგიონულ, ევროპულ და გლობალურ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე, გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებზე მსჯელობენ. კონფერენციაში მონაწილეობენ სხვადასხვა სახელმწიფოს პოლიტიკური ლიდერები, საგარეო საქმეთა მინისტრები, ექსპერტები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები . ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.
