თურქეთსა და ქურთისტანის მუშათა პარტიას შორის ორმოცწლიანი შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ, ქურთისტანის მუშათა პარტიის მებრძოლებმა ერაყში იარაღი დაყარეს
თურქეთსა და ქურთისტანის მუშათა პარტიას შორის ორმოცწლიანი შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ, ქურთისტანის მუშათა პარტიის მებრძოლებმა ერაყში იარაღი დაყარეს. განიარაღების სიმბოლური ცერემონიის ფარგლებში, მათ იარაღები დაწვეს. თურქეთის მთავრობა აღნიშნავს, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯია თურქეთის ტერორიზმისგან გასათავისუფლებლად. ქურთისტანის მუშათა პარტია ოფიციალურ ანკარას, ვაშინგტონს, ბრიუსელსა და ლონდონს ტერორისტულ ჯგუფთა სიაში ჰყავთ. მათი განიარაღების პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდება.
