ქართული ენის სწავლების აღდგენა უნივერსიტეტებში
უნივერსიტეტებში ქართული ენის სწავლების აღდგენის საკითხთან დაკავშირებით შექმნილმა კომისიამ სტუდენტებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების სპეციალური კურსის შემუშავებაზე იმსჯელა. სხდომა განათლების მინისტრის და მისი მოადგილის ხელმძღვანელობით გაიმართა. კომისიის წევრებმა საბაკალავრო საფეხურზე ქართული ენის სწავლების კურსის შინაარსზე, ხანგრძლივობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს.
