ამბროლაურში 200 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ამბროლაურში 200 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო ინფრასტრუქტურის მინისტრი. შენობაში განთავსებულია საგანმანათლებლო, სათამაშო და დასასვენებელი ოთახები. გათვალისწინებულია, ასევე, რეკრეაციული ზონის და გარე სივრცეების მოწყობა. პროექტი სახელმწიფოს დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება ოთხ მილიონ ლარზე მეტია. რევაზ სოხაძე ასევე ადგილზე ეცნობა რაჭაში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც საგზაო, წყალმომარაგებისა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოიცავს.
