ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთი ადამიანი დააკავეს
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.
