კალიფორნიაში საიმიგრაციო და სასაზღვრო აღსრულების რეიდებს პროტესტი მოჰყვა, რაც შემდეგ სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა
კალიფორნიაში საიმიგრაციო და სასაზღვრო აღსრულების რეიდებს პროტესტი მოჰყვა, რაც შემდეგ სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქტივისტებმა ფედერალურ ოფიცრებს ქვები ესროლეს, სამართალდამცველებმა კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. რეიდების დროს 100-ზე მეტი არალეგალი მიგრანტი დააკავეს, საიმიგრაციო და სასაზღვრო აღსრულების ოპერაციების დირექტორი, ტომ ჰომანი აცხადებს, რომ პროტესტის მიუხედავად, მასობრივი დეპორტაცია გაგრძელდება, ის აქტივისტები კი, რომლებიც პოლიციელებზე ძალადობენ, მკაცრად დაისჯებიან
