უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად არ არის
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად არ არის. ვიქტორ ორბანის თქმით, მართალია, ბრიუსელის ელიტა საპირისპიროს ამტკიცებს, თუმცა რეალურად, უკრაინაში ადამიანის უფლებები ირღვევა და კიევის ქმედებები, მათ შორის იძულებითი სამხედრო მობილიზება, ევროკავშირის ღირებულებებს აცდენილია. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი კვლავ კატეგორიულად ეწინააღმდეგება ევროპულ ბლოკში უკრაინის მიღებას და განმარტავს, რომ ევროპამ ჯობია საკუთარ აღდგენაზე იფიქროს, ვიდრე უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერაზე
