უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ელჩი, ტრანსკარპატიის რეგიონში უნგრეთის მოქალაქის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ დაიბარა
უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ელჩი, ტრანსკარპატიის რეგიონში უნგრეთის მოქალაქის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ დაიბარა. მამაკაცი, სავარაუდოდ, იძულებითი სამხედრო მობილიზაციის დროს მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა. უკრაინის ელჩმა ბუდაპეშტში პირობა დადო, რომ დანაშაულს აუცილებლად გამოიძიებენ. მომხდარს გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინაში მამაკაცების ძალადობრივი მობილიზაცია მიმდინარეობს. როგორც ორბანმა აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლებამ საქმე უნდა გამოიძიოს და პასუხი აგოს. ოფიციალური კიევი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ უნგრელი მამაკაცი ფიზიკური ტრავმებისგან არ გარდაცვლილად
