POLITICO: ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროპარლამენტარებმა უკანასკნელი შანსი მისცეს
ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროპარლამენტარებმა უკანასკნელი შანსი მისცეს - წერს „პოლიტიკო“. გამოცემის ცნობით, მართალია, ევროკომისიის პრეზიდენტი უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა, თუმცა მის მიმართ პოლიტიკური ოპოზიცია იზრდება. პოლიტიკოს ინფორმაციით, ევროპარლამენტის სხვადასხვა პარტიის წევრებმა დებატები იმისთვის გამოიყენეს, რომ გაესაჯაროებინათ კომისიაში გამჭვირვალობის ნაკლებობა და მეტისმეტად ცენტრალიზებული ძალაუფლება. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი ნდობა მისი მხარდამჭერი პარტიების კოალიციაშიც შერყეულია
