ბათუმის მერიის პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ბინა კიდევ ერთ მრავალშვილიან ოჯახს გადაეცა
ბათუმის მერიის პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ბინა კიდევ ერთ მრავალშვილიან ოჯახს გადაეცა. ალელიშვილების ოჯახს ბინის გასაღები ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გადასცა. პროგრამით, საცხოვრებელ ბინებს საჩუქრად ის ოჯახები იღებენ, რომლებიც 2018 წლის 1 იანვრამდე ბათუმში არიან რეგისტრირებულნი და 6 და მეტი შვილი ჰყავთ. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე საცხოვრებელი ბინებით ჯამში 24 მრავალშვილიანი ოჯახი უზრუნველყვეს