სენაკში თავდაცვის ძალების დაზვერვის ქვედანაყოფებმა სიტუაციური საველე სწავლება ჩაატარეს
სენაკში თავდაცვის ძალების დაზვერვის ქვედანაყოფებმა სიტუაციური საველე სწავლება ჩაატარეს. სწავლებაში აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის, სპეციალური ოპერაციების სარდლობების, ეროვნული გვარდიის, სამხედრო დაზვერვისა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. სწავლება დაზვერვის ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის შემოწმებას, საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებას და ახალი სადაზვერვო საშუალებების პრაქტიკულ გამოცდას ისახავდა მიზნად. აღნიშნული სწავლება საველე შეკრების - „მსტოვარი 2025-ის“ ფარგლებში ჩატარდა და მას გენერალური შტაბი ხელმძღვანელობდა
