ღვინის ეროვნული სააგენტო სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, რომელიც ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდისა და ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს უკავშირდება
ღვინის ეროვნული სააგენტო სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, რომელიც ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდისა და ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს უკავშირდება. 2025 წლის 6 თვეში, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო მსოფლიოს 13 ქვეყანაში - 18 გამოფენა-ფესტივალზე და 137 დეგუსტაცია-სემინარზე. ეს ქვეყნებია იაპონია, ამერიკის შეერთებული შტატები, ნორვეგია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, სამხრეთი კორეა, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, ფინეთი, სომხეთი, პოლონეთი და ბელგია. უცხოელი ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით, საქართველოში გაიმართა რვა ღვინის ტური. ღონისძიებები ტარდება „ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში
