ეკონომიკის მინისტრი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა
ეკონომიკის მინისტრი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები; იმსჯელეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მარიამ ქვრივიშვილმა და ილჰამ ალიევმა ყურადღება გაამახვილეს ორმხრივ და რეგიონულ ეკონომიკურ პროექტებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა ენერგეტიკული კაბელი, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას. ყურადღება გამახვილდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ პროექტი, რომელიც დასკვნით ფაზაშია, მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოსა და აზერბაიჯანის სატრანზიტო პოტენციალს. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მუშაობა და გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები ახალი სტრატეგიული პროექტების განსახორციელებლად, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ორ ქვეყანას შორის დაკავშირებადობის გაზრდას. შეხვედრაზე ხაზი გაესვა თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში
