ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ორმაგ სტანდარტზე წერს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ორმაგ სტანდარტზე წერს. რატი იონათამიშვილი ეხმიანება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბელარუსიდან დრონის შეფრენის შემდეგ ლიეტუვის პოლიტიკური ლიდერები თავშესაფარში გადაიყვანეს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ მაშინ, როცა სამ ომ გამოვლილ საქართველოს ესკალაციაში ითრევენ, თავად ნატოს ქოლგით დაცულ ქვეყანას ერთი საფრენი აპარატის გამოჩენა აშინებს. „ბლუმბერგის“ ცნობით, ლიეტუვის ტერიტორიაზე ბელარუსიდან უცნობი ობიექტი შეიჭრა. თავდაპირველად, ის ირანული „შაჰიდის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ეგონათ, რის გამოც ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი და სეიმის თავმჯდომარე თავშესაფარში დაუყოვნებლივ გადაიყვანეს. გამოცემის ცნობით, მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ხელნაკეთი საფრენი აპარატი იყო, რომელიც საშიშროებას არ წარმოადგენდა. ის ბელარუსის საზღვრიდან ერთი კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა
