ამერიკის შეერთებული შტატები კანადიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე 35-პროცენტიან ტარიფს აწესებს
ამერიკის შეერთებული შტატები კანადიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე 35-პროცენტიან ტარიფს აწესებს. დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერს ოფიციალური წერილი უკვე გაუგზავნა. როგორც თეთრი სახლის ლიდერი განმარტავს, მისი ეს გადაწყვეტილება განპირობებულია კანადის უუნარობით, აღკვეთოს ფენტალინის კონტრაბანდა. ახალი რეგულაცია ძალაში პირველ აგვისტოს შევა
