ისრაელის პრემიერ-მინისტრი ღაზის სექტორში ომის დასასრულებლად პირობებს აყენებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ღაზის სექტორში ომის დასასრულებლად პირობებს აყენებს. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი მზად არის ომი დაასრულოს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ჰამასი“ განიარაღდება და ღაზის სექტორის დემილიტარიზაცია მოხდება. მთავარ პირობად კი ისრაელის მთავრობის მეთაური მძევლების დაბრუნებას ასახელებს
