პატიმრობა პოლიციელზე თავდასხმისთვის
პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ საბა ჯიქიას 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. პროკურატურის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ დეკემბერს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის დროს, აქციის მონაწილე საბა ჯიქია, თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს და ძირს დავარდნილ პოლიციელს ფეხი დაარტყა
