„ჯარის ბანაკი“ მეოთხე როტაციას მასპინძლობს
„ჯარის ბანაკი“ მეოთხე როტაციას მასპინძლობს. თეორიული სწავლების შემდეგ კოჯრის ბანაკში გუნდური შეჯიბრებები ჩატარდა: ნავიგაციაში, იარაღის დაშლა-აწყობაში, პნევმატური იარაღით მიზანში სროლასა და დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში. „ჯარის ბანაკის“ ახალი ნაკადი ერთი კვირის განმავლობაში, პირველად სამედიცინო დახმარებას, თვითგადარჩენას, საცეცხლე მომზადებას, ტოპოგრაფიას, სამხედრო ნავიგაციასა და სხვა დისციპლინებს შეისწავლის. „ჯარის ბანაკმა“ მესამე და მეოთხე როტაციაზე, თავდაცვის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის - „ჩვენი ჯარის“ მონაწილე მოზარდებსაც უმასპინძლა
