თვითმმართველობის არჩევნები
თვითმმართველობის არჩევნებამდე ორ თვეზე ცოტა მეტი რჩება. ოპოზიცია რადიკალურ ქმედებებზე ალაპარაკდა. არჩევნების ჩაშლაზე საუბრობენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. მმართველი პოლიტიკური ძალისთვის მათი ოპონენტების ეს განცხადებები, ოპოზიციის მძიმე მდგომარეობას ადასტურებს. ხელისუფლება ყველას ქვეყნის შიგნით და გარეთ ახსენებს, რომ არჩევნების ჩაშლის მცდელობა ანტიკონსტიტუციური ქმედებაა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ თვითმართველობის არჩვენები ჩატარდება და მოქალაქეებს პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა ექნებათ. „ქართული ოცნება“ 64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება
