ვიქტორ ორბანი: ევროპაში სტაგნაცია, ინფლაცია, სურსათისა და ენერგიის მზარდი ფასები რუსეთ უკრაინის ომით არის განპირობებული
ევროპაში სტაგნაცია, ინფლაცია, სურსათისა და ენერგიის მზარდი ფასები რუსეთ უკრაინის ომით არის განპირობებული - აცხადებს უნგრეთის პრემიერ მინისტრი. ვიქტორ ორბანის თქმით, ომს უარყოფითი გავლენები აქვს უშუალოდ უნგრელებისთვისაც. პრემიერ მინისტრმა განმარტა, რომ სწორედ ამიტომ ესტუმრა გასულ წელს სამშვიდობო მისიით უკრაინას, რუსეთს, ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს. ვიქტორ ორბანი იხსენებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ მინისტრის სამშვიდობო ინიციატივას, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტას, კატეგორიული უარით უპასუხა. ორბანის თქმით, კიევისთვის ფრონტის ხაზზე ვითარება მხოლოდ გაუარესდება, რადგან ზელენსკი ამ ომს ვერ მოიგებს.
