ამერიკის სახელმწიფო მდივნის - მარკო რუბიოს ხმა და წერის სტილი ხელოვნური ინტელექტით გააყალბეს და დაუკავშირდნენ უცხოელ დიპლომატებს, საელჩოებსა და ამერიკელ მაღალჩინოსნებს
ამერიკის სახელმწიფო მდივნის - მარკო რუბიოს ხმა და წერის სტილი ხელოვნური ინტელექტით გააყალბეს და დაუკავშირდნენ უცხოელ დიპლომატებს, საელჩოებსა და ამერიკელ მაღალჩინოსნებს- ცნობას სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს. უწყების პრესმდივნის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად , თუ ვინ ცდილობდა სახელმწიფო მდივნის იმიტაციას. გავრცელებული ცნობით, თაღლითებმა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სამი უცხოელი მინისტრის, ამერიკელი გუბერნატორის და კონგრესმენის მოტყუება სცადეს. მათი სავარაუდო მიზანი სენსიტიურ ინფორმაციასა და ანგარიშებზე წვდომის მიღება იყო.
