პოლიციამ თბილისში ბინის ქურდობის ფაქტი გახსნა
პოლიციამ თბილისში ბინის ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი ადამიანი. სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაქურდალი ნივთები, თანხის ნაწილი და სხვადასხვა ხელსაწყო. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
