პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით, ისრაელის, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები დააკავა
ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი. სამართალდამცველებმა დაკავებულთა პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეფედრონი“, „მეთადონი“ და „ალფა -პევეპე“. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.