თბილისის მერმა გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა
ღონისძიება ზღვისუბნის პარკში გაიმართა. კახა კალაძემ ყურადღება პირველ რიგში, სწორედ ე.წ. თემქის ხევზე გაამახვილა, რომელიც რეაბილიტაციამდე უმძიმეს მდგომარეობაში იყო. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ქალაქში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა მომავალშიც გაგრძელდება, რაც ქალაქის გამწვანებას და ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. თბილისის მერის ანგარიში მოიცავდა 2018 წლიდან დღემდე შესრულებულ პროექტებს. ღონისძიებას პრემიერ მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.