თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციურ რიგებში ისევ რადიკალურ ქმედებებზე ალაპარაკდნენ
ამჯერად, ნაციონალური მოძრაობის წევრები არჩევნების ჩაშლაზე საუბრობენ. მმართველი პოლიტიკური ძალისთვის მათი ოპონენტების ეს განცხადებები ოპოზიციის მძიმე მდგომარეობას ადასტურებს. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება და მოქალაქეებს პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა ექნებათ. ქართული ოცნება 64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება