მთავრობის მეთაური გამოეხმაურა თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევის საკითხს
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის დასკვნა გახდა არა მხოლოდ ქართული რადიკალური ოპოზიციის, არამედ საერთაშორისო სუბიექტების თავდასხმის ობიექტი. პრემიერს თქმით, ჯერ გასაგებია, აღიარებენ თუ არა ეს ადამიანები ეუთო/ოდირის დასკვნას და ამის შემდეგ შეიძლება მსჯელობა არჩევნებზე მის მოწვევასთან დაკავშირებით.