ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფმა იმ ორგანიზაციების სია გამოაქვეყნა, რომლებთანაც ევროკომისიას კონტრაქტი აქვს დადებული
ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფმა იმ ორგანიზაციების სია გამოაქვეყნა, რომლებთანაც ევროკომისიას კონტრაქტი აქვს დადებული. მათ შორისაა ქართული ენჯეოები, ვებგვერდზე მითითებულია კონკრეტული თანხაც, რომელიც ორგანიზაციებს უკვე ჩაერიცხათ ან მომავალში ჩაერიცხებათ. ირკვევა, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიღებული აქვს 967 ათას ევროზე მეტი. ამავე ოდენობის თანხაზე აქვს ევროკომისიას კონტრაქტი დადებული სოციალური სამართლიანობის ცენტრთან. ბაია პატარაიას „საფარი“ კი, კონტრაქტის მიხედვით, 900 ათას ევროს მიიღებს. ორი მილიონის ღირებულების კონტრაქტია გაფორმებული სოროსის ფონდთან. ეს მხოლოდ ნაწილია იმ ორგანიზაციებისა, რომლებთანაც ევროკომისია თანამშრომლობს და სოლიდურ თანხებს ურიცხავს.

სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები