საქართველოდან უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე გააძევეს
საქართველოდან უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე გააძევეს. სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ქვეყანაში 13 სახელმწიფოს წარმოამდგენლები იმყოფებოდნენ. ყველა მათგანს, კანონმდებლობის შესაბამისად, ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. ისინი აზერბაიჯანის, ბელორუსის, ეგვიპტის, ერაყის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, ისრაელის, პაკისტანის, რუსეთისა და ჩინეთის მოქალაქეები არიან.
