უნგრეთი ბრიუსელის მარიონეტი სახელმწიფო არ გახდება- წერს სოციალურ ქსელში პრემიერ- მინისტრ ვიქტორ ორბანის პრესსპიკერი
უნგრეთი ბრიუსელის მარიონეტი სახელმწიფო არ გახდება- წერს სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პრესსპიკერი. ზოლტან კოვაჩი გამოეხმაურა ევროკავშირის უახლეს ანგარიშს „კანონის უზენაესობის“ შესახებ. კოვაჩის თქმით, ბრიუსელი ანგარიშით ბუდაპეშტისგან მოითხოვს, კარი გაუღონ უცხოური ძალების მიერ დაფინანსებულ, პოლიტიკური გავლენის ოპერაციებს უნგრეთში. ორბანის პრესსპიკერის თქმით, ამ მიზნისთვის ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების ხელშეწყობაა გათვალისწინებული.
