ბოლო დღეებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე გააძევეს. მათ შორის აზერბაიჯანის, ბელარუსის, ეგვიპტის, ერაყის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, ისრაელის, პაკისტანის, რუსეთის და ჩინეთის მოქალაქეები. მათ ქვეყანაში შემოსვლა ეკრძალებათ
