სოციალურ ქსელში გავრცელებულ, ატმის შეღებვის ფაქტის ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა
სოციალურ ქსელში გავრცელებულ, ატმის შეღებვის ფაქტის ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა. ვიდეოს ავტორები გურჯაანის პოლიციაში უკვე გამოკითხეს. ინციდენტის ადგილზე ჩავიდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები. მათ ფერმერებისგან ის პროდუქტი ამოიღეს და დალუქეს, რომელიც, მეპატრონის მტკიცებით, დაზიანებული იყო და არა რეალიზაციისთვის, არამედ სოციალურ ქსელში გამოსაქვეყნებლად ხუმრობის მიზნით გამოიყენეს, მოგვიანებით კი გადაყარეს.
