მმართველი გუნდისთვის რასა იუკნევიჩიენეს ავტორობით მომზადებული რეზოლუცია წარმოსახვითი რეალობის აღქმის მცდელობაა
მმართველი გუნდისთვის რასა იუკნევიჩიენეს ავტორობით მომზადებული რეზოლუცია წარმოსახვითი რეალობის აღქმის მცდელობაა. ახალი საპარლამენტო არჩევნები, სალომე ზურაბიშვილის აღიარება, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება- ეს არის ნაწილი იმ საკითხებისა, რომლებიც რეზოლუციაში ჩაიწერა. რეზოლუციაში არის ევროპარლამენტის რეზოლუციების ჩანაწერი, სახელისუფლებო პარტიისთვის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ტყუილებზეა დაფუძნებული და ფასი არ აქვს.