შინაგან საქმეთა სამინისტროში დაცვის პოლიციის პროფესიული დღე აღინიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტროში დაცვის პოლიციის პროფესიული დღე აღინიშნა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, ასევე, დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები დაესწრნენ. დაცვის პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დეპარტამენტმა სხვადასხვა დანაყოფის პირადი შემადგენლობა და ავტოტექნიკა წარმოადგინა. პროფესიონალიზმით გამორჩეული 26 თანამშრომელი კი დააჯილდოვეს.
