შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 34 ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 34 ადამიანი დააკავა. მათგან რამდენიმე მსხვილი ნარკორეალიზატორია. დაკავებულების უმეტესობა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო რეალიზაციას ახდენდა, ნაწილი კი მხილებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვაში. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. საპოლიციო ღონისძიებები გუშინ, გვიან ღამით მთელი ქვეყნის მასშტაბით, ათეულობით მისამართზე ჩატარდა. გაშიფრულია ნარკოტიკების რეალიზაციის სქემებიც. კონკრეტულ დეტალებზე შინაგან საქმეთ მინისტრმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა.
