ირლანდიელმა ევროპარლამენტარმა ევრონიუსის ეთერში აღიარა, რომ უნგრეთის მთავრობის შეცვლა მისი მიზანია
ამ ცნობას ცენტრალური ევროპის კვლევითი ცენტრი „ემ სი სი ბრიუსელი“ ავრცელებს. გამოაქვეყნეს ეთერში გასული ინტერვიუს ის ნაწყვეტიც, სადაც კვლევითი ცენტრის დირექტორი ფრენკ ფურედი ევროპარლამენტარს ედავება, რომ ევროპარლამენტარები სხვა ქვეყნებში ხელისუფლების შეცვლას არ უნდა ცდილობდნენ, რასაც პარტია „განახლების“ ევროდეპუტატი არ დაეთანხმა.
