ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფმა „პატრიოტები ევროპისთვის“ აამოქმედა ვებგვერდი არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ
ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია, თუ რომელ ქვეყანაში, რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია და რა ოდენობის გრანტით დააფინანსა ევროკომისიამ. „პატრიოტები ევროპისთვის“ პრეზიდენტი კინგა გალი აცხადებს, რომ 2019 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში ევროკომისიამ არასამთავრობოებთან 37 000 კონტრაქტი გააფორმა და ჯამში 17 მილიარდი ევრო დახარჯა. ევროპარლამენტარ გალის თქმით, დროა ენჯეოების ბუნდოვანი დაფინანსება გამოაშკარავდეს, რადგან არასამთავრობოების დიდი ნაწილი პოლიტიკური აქტივისტების ქსელს წარმოადგენს, რომლებიც უცხო ქვეყნებში არჩეული მთავრობების წინააღმდეგ მუშაობენ.
