რასა იუკნევიჩიენეს რეზოლუცია ევროპარლამენტში ფაქტობრივად ცარიელ დარბაზში განიხილეს
ოპოზიციის მოკავშირე ევრო დეპუტატების გზავნილები იდენტურია, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნები და სალომე ზურაბიშვილის აღიარება. ევროკომისარი მარტა კოსი კი წუხს ენჯეოების დაფინანსებაზე. ევროპარლამენტარების ნაწილმა დარბაზშივე კოლეგებს რეზოლუციის პროექტი დაუწუნეს და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე მიუთითეს.